ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის მესამე წრეში საქართველოს ღირსებას 4 ქართველი მოჭადრაკე დაიცავს
ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის მესამე წრის პირველი ტური ბათუმში, სასტუმროში „გრანდ ბელაჯიო“ დღეს 15:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ღირსებას მესამე წრეში 4 ქართველი მოჭადრაკე დაიცავს.
დაპირისპირებები ორპარტიანი მიკრო-მატჩის ფორმატით ტარდება, ყაიმის შემთხვევაში ტაი-ბრეიქი გადაწყვეტს გამარჯვებულს.
პირველ სათამაშო დღეს თეთრით ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ხოლო შავით ლელა ჯავახიშვილი იასპარეზებს.
დაპირისპირებები:
- ნანა ძაგნიძე (2505) vs ვალენტინა გუნინა (ფიდე, 2416)
- ბელა ხოტენაშვილი (2418) vs მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2492)
- მერი არაბიძე (2440) vs ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია, 2471)
- ლელა ჯავახიშვილი (2432) vs პოლინა შუვალოვა (ფიდე, 2480)