კობა ობოლაშვილი ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მთავარ მსაჯად დაინიშნა

საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი კობა ობოლაშვილი ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მთავარ მსაჯად დაინიშნა.

საქართველოს წარმომადგენელი მთავარი მსაჯის პოსტს პირველად დაიკავებს. ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს მადრიდი 23-30 ივლისს უმასპინძლებს.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები