ქართული კულტურის ცენტრ “ფესვებში” ორგანიზაცია “ქალთა კლუბი ნიუ-იორკში” 2024-2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა

6 ივლისს, ქართული კულტურის ცენტრ “ფესვებში” ორგანიზაცია “ქალთა კლუბი ნიუ-იორკში” 2024-2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება ყოველ წელს იმართება ამერიკის დამოუკიდებლობის დღის ეგიდით, რადგან 4 ივლისი “ქალთა კლუბის ნიუ-იორკში” დაფუძნების დღე არის.

ღონისძიება გახსნა და ქალთა კლუბის პირველი, ორ წლიანი მუშაობის შეაჯამა კლუბის დამფუძნებელმა თავმჯდომარემ, პოლიტოლოგმა და მხატვარმა ლელა ქართველმა. საქართველოდან მისასალმებელი სიტყვით ჩაერთო კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაკა ხეცურიანი.

ღონისძიება გაიხსნა ამერიკისა და საქართველოს  ჰიმნებით, ჰიმნი შეასრულა ქალთა კლუბის კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა ნინი წიკლაურმა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ქალთა კლუბის თანათავმჯდომარე ეკატერინე მურღულია, თამარ ივერი, მზია კანდელაკი, რომელიც ქალთა კლუბის საგამომცემლო საქმიანობას ხელმძღვანელობს და ასევე, არის ავტორი კრებულის “წარმატებული ქართველები ამერიკის შეერთებულ შტატებში”. მან ისაუბრა ახალი ჟურნალის გამოცემაზე, სადაც “ქალთა კლუბი ნიუ-იორკში” კლუბის საქმიანობის შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა.

ინკლუზიური ტურიზმის განვითარების ინოვაციურ ტექნოლოგიებზე პრეზენტაცია გააკეთა ქალთა კლუბის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, საერთაშორისო ექსპერტმა თამარ მახარაშვილმა.

“ქალთა კლუბმა ნიუ-იორკში” დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა “ქართულ აკადემიას”, რომელიც ახალგაზრდების, მიხეილ ცხვარიაშვილის და გუბაზ გიორგაძის მიერ ახალი დაარსებულია ნიუ-იორკში. მათ დამსწრე საზოგადოებას აკადემიის საქმიანობა გააცნეს.

კლუბის თავმჯდომარემ, ლელა ქართველმა საზოგადოებას გააცნო ქალთა კლუბთან არსებული “მზრუნველთა საბჭოს” და “პარტნიორთა საბჭოს’ საქმიანობა.

კლუბთან არსებული მზრუნველთა საბჭოს შემადგენლობაში არიან ქართველი მწერლები, მხატვრები, მომღერლები – თამარ ივერი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ჯორჯ გურენი, მზექალა გოგოჭყრი, ქეთევან გოლდი, ელისო წიკლაური, ნუკი კოშკელიშვილი, ნინა ყანჩაველი და სხვები. აღნიშნულ ღონისძიებაზე  „მზრუნველთა საბჭოს“  შემოუერთდა და ვიდეო მიმართვა გააკეთა, ცნობილმა მწერალმა  დათო ტურაშვილმა.  მზრუნველთა საბჭოს ლელა ქართველი ხელმძღვანელობს.

საზოგადოებას ასევე მიმართა პარტნიორი ორგანიზაციის, ასოციაცია “თვისტომის” ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეიძემ.

ლელა ქართველმა შემდეგი ორი წლის ვადით “ქალთა კლუბის ნიუ-იორკში” ახალი თავმჯდომარე ეკატერინე მურღულია და ქალთა კლუბის ახალი წევრები წარადგინა.

ღონისძიების ბოლოს, კლუბის მენეჯერმა ტატა თევდორაძემ, მაკა ხეცურიანის სახელით “მადლობის სიგელი” გადასცა ორწლიანი დაუღალავი მუშაობისთვის “ქალთა კლუბის ნიუ-იორკში” დამფუძნებელ-თავმჯდომარეს, ლელა ქართველს.

ნინი წიკლაურთან ერთად ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ცნობილი გიტარისტი გია ფეიქრიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები