პიანისტი გიორგი მიქაძე „გრემის“ ჟიურის წევრი გახდა
პიანისტი, ბერკლის ასოცირებული პროფესორი გიორგი მიქაძე მუსიკალური დაჯილდოების, „გრემის“ ჟიურის წევრი გახდა. ამის შესახებ ის თავად წერს სოციალურ ქსელში:
”დიდი ამბავი! სიხარულით და დიდი პატივისცემით გიზიარებთ, რომ ოფიციალურად გავხდი გრემის ჟიურის წევრი – Recording Academy-ის წევრი!
ეს ნიშნავს, რომ უკვე მაქვს შესაძლებლობა გრემის ჯილდოზე ხმის მიცემის, მუსიკოსების მხარდაჭერის და ჩემი ჩანაწერების წარდგენის გრემიზე. წინ სრული სვლით! lets Go”, – წერს გიორგი მიქაძე.