ქართველი მოჭადრაკეების წარმატებული სტარტი FIDE-ს ქალთა მსოფლიო თასიზე
ბათუმში მიმდინარე FIDE-ს ქალთა მსოფლიო თასიზე ქართველმა მოჭადრაკეებმა წაემატებით დაიწყეს ასპარეზობა. პირველ ტურში სამივე ქართველმა მონაწილემ გამარჯვებით დაასრულა პარტია.
ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის მეორე წრე ბათუმში, სასტუმრო „გრანდ ბელაჯიოში“ დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს ღირსებას მეორე წრეში 7 ქართველი მოჭადრაკე დაიცავს.
თითოეული დაპირისპირება ორპარტიანი მიკრო-მატჩის ფორმატით ტარდება.
მატჩის ყაიმით დასრულების შემთხვევაში გამარჯვებული ტაი-ბრეიქით განისაზღვრება.
მეორე ეტაპის პირველ სათამაშო დღეს ყველა ქართველი მოჭადრაკე ჯავახიშვილის გარდა შავი ფიგურებით ითამაშებს.
დარია ჩაროშკინა (ფიდე; 2283) – ნანა ძაგნიძე (2505);
ელნაზ კალიახმეტი (ყაზახეთი; 2218) – ნინო ბაციაშვილი (2462);
მარსელ ეფროიმსკი (ისრაელი; 2372) – მერი არაბიძე (2440);
ლელა ჯავახიშვილი (2432) – ულვია ფატალიევა (აზერბაიჯანი; 2372) ;
ნურგულ სალიმოვა (ბულგარეთი; 2385) – ბელა ხოტენაშვილი (2418) ;
ტან ჟონგი (ჩინეთი; 2546 ) – ანასტასია კირთაძე (2307) ;
დეშმუხ დივია (ინდოეთი; 2463) – კესარია მგელაძე (2226).