დავით მსხალაძე კონტაქტურ კარატეში მსოფლიოს თასის გამარჯვებულია
ბულგარეთში მიმდინარე კონტაქტურ კარატეში მსოფლიოს თასზე წარმატებით იასპარეზა დავით მსხალაძემ (+85 კგ) – მან ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში მოქმედი ევროპის ჩემპიონი რუმინელი ვლად უნკუ დაამარცხა.
KWU-ის ვერსიით გამართულ ტურნირში 30 ქვეყნის 400-ამდე სპორტსმენი ასპარეზობდა.