ქართველი მოჭადრაკეების წარმატებული სტარტი FIDE-ს ქალთა მსოფლიო თასიზე

ბათუმში მიმდინარე FIDE-ს ქალთა მსოფლიო თასიზე ქართველმა მოჭადრაკეებმა წაემატებით დაიწყეს ასპარეზობა. პირველ ტურში სამივე ქართველმა მონაწილემ გამარჯვებით დაასრულა პარტია.

ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის მეორე წრე ბათუმში, სასტუმრო „გრანდ ბელაჯიოში“ დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ღირსებას მეორე წრეში 7 ქართველი მოჭადრაკე დაიცავს.

თითოეული დაპირისპირება ორპარტიანი მიკრო-მატჩის ფორმატით ტარდება.

მატჩის ყაიმით დასრულების  შემთხვევაში გამარჯვებული ტაი-ბრეიქით განისაზღვრება.

მეორე ეტაპის პირველ სათამაშო დღეს  ყველა ქართველი მოჭადრაკე ჯავახიშვილის გარდა შავი ფიგურებით ითამაშებს.

დარია ჩაროშკინა (ფიდე; 2283) – ნანა ძაგნიძე (2505);

ელნაზ კალიახმეტი (ყაზახეთი; 2218) – ნინო ბაციაშვილი (2462);

მარსელ ეფროიმსკი (ისრაელი; 2372) – მერი არაბიძე (2440);

ლელა ჯავახიშვილი (2432) – ულვია ფატალიევა (აზერბაიჯანი; 2372) ;

ნურგულ სალიმოვა (ბულგარეთი; 2385) – ბელა ხოტენაშვილი  (2418) ;

ტან ჟონგი (ჩინეთი; 2546 )  – ანასტასია კირთაძე (2307) ;

დეშმუხ დივია (ინდოეთი; 2463) – კესარია მგელაძე (2226).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები