ათენში ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის „კოლხიდა” და ანსამბლის „სამა” ერთობლივი კონცერტი გაიმართა
ათენში ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის „კოლხიდა” და საქართველოდან მოწვეული ცეკვის ანსამბლის „სამა” ერთობლივი კონცერტი გაიმართა. მონაწილეებმა დიასპორის წინაშე არაერთი ქართული ხალხური და საავტორო ცეკვა შეასრულეს.
„კოლხიდა” 2024 წელს ათენში დაარსდა და მისი დამფუძნებლები ხატია ძამუკაშვილი და ლაშა მირზაშვილი გახლავთ. “კოლხიდას” მიღებული აქვს საუკეთესო ანსამბლის ტიტული, თანამშრომლობს იუნესკოს (პირეოსის რაიონის) ორგანიზაციასთან და აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში. ხოლო, ანსამბლი „სამა”, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ნათია ალფაიძე, 2019 წელს ჰოლივუდში, მსოფლიო ხელოვნების კონკურსის მონაწილე და პრიზიორი გახლავთ.