პეტრიწონში ბულგარულ-ქართული სულიერებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა

პეტრიწონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ხსენების დღეს პეტრიწონში ბულგარულ-ქართული სულიერებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა და ჩატარდა  საზეიმო ღვთისმსახურება სრულიად ბულგარეთის პატრიარქი უწმინდესი დანიელის მეთაურობით. მის უწმინდესობასთან ერთად თანამსახურებდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, პეტრიწონის მონასტრის წინამძღვარი ველიჩკის ეპისკოპოსი სიონი, ბროვაცკის ეპისკოპოსი იოანე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, მონასტრისა და ბულგარეთის ეკლესიის სამღვდელოება.

ამ დღეს პეტრიწონის, იგივე ბაჩკოვოს მონასტერში შეიკრიბნენ ჩვენი თანამემამულეები სოფიადან, ვარნადან, ბურგასიდან, სასულიერო პირები სხვადასხვა ეპარქიებიდან – ბულგარეთის ეკლესიისა და საქართველოდან, მორწმუნე მრევლი. ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღო გორის საკათედრო ტაძრის გუნდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები