მანჩესტერში ქართული ღვინის პროფესიული წარდგენა გაიმართა
დიდი ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაციას, რომელსაც ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) უძღვებოდა, ღვინის ექსპერტები, ჰორეკა და კომერციული სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართული ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად, სარა ებოტმა სტუმრებს ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის, ასევე თანამედროვე ინდუსტრიის პრეზენტაცია წარუდგინა.
“სარა ებოტი ხელმძღვანელობს ბრიტანულ მარკეტინგულ კომპანიას „Swirl Wine Group”, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2015 წლიდან თანამშრომლობს.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან ქართული ღვინის ერთ-ერთ პოტენციურად მზარდ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს.
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2025 წელს, დიდ ბრიტანეთში მარკეტინგული კამპანიას „Swirl Wine Group” უძღვება. კამპანიის ფარგლებში, იმართება დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში, ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, მიმდინარეობს მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები, ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში,”- წერია ინფორმაციაში.