გიორგი არაბიძე პოლ ბადურა-შკოდას სახელობის მე-3 საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა

გიორგი არაბიძე პოლ ბადურა-შკოდას სახელობის მე-3 საერთაშორისო კონკურსის (ვენა, ავსტრია) ლაურეატი გახდა კატეგორიაში “კომპოზიცია” – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.

„გავხდი პოლ ბადურა-შკოდას სახელობის მე-3 საერთაშორისო კონკურსის (ვენა, ავსტრია 🇦🇹) ლაურეატი – კატეგორია “კომპოზიცია” – საპატიო წოდების პრიზი, საპრიზო ნაწარმოები – სიმებიანი კვარტეტი N2, რომელიც მივუძღვენი დიმიტრი დიმიტრის ძე შოსტაკოვიჩის ხსოვნას!

განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ ამ პრიზით იმიტომ, რომ ზემოხსენებული კონკურსი ატარებს ჩემთვის გენიალური ავსტრიელი პიანისტის პოლ ბადურა-შკოდას სახელს!“, – წერს გიორგი არაბიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები