ბათუმში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართა საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში
30 ივნისს, მსოფლიო თასის ფარგლებში, ბათუმმა უმასპინძლა კონკურსს საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში 8, 10 და 12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებისთვის.
ასპარეზობაში 24 ქვეყნის 149 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
მათ 90 წუთის განმავლობაში უნდა ამოეხსნათ:
- 3 ორსვლიანი ამოცანა
- 3 სამსვლიანი ამოცანა
- 2 ეტიუდი
საუკეთესო შედეგების მქონე მოჭადრაკეები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
ასპარეზობის მთავარი მსაჯი, საჭადრაკო კომპოზიციების შედგენაში საერთაშორისო დიდოსტატი, დავით გურგენიძე გახლდათ.