თბილისში ბალეტის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მედი ვალერსკის ბალეტი Petite Cérémonie

თბილისში ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი მეექვსედ ტარდება.

„ლეგენდა ამტკიცებს, რომ რუდოლფ ბინგმა ედინბურგის ფესტივალის დაარსებისას ბრძანა: „ტრადიციას დღესასწაული სჭირდება, მაყურებელს – ბედნიერებით სავსე წუთები და მოგონებები, რომელთაც დრო ვერ მოერევა!“

საქართველოს სახელმწიფო ბალეტი და ჩვენი სტუმარი ვარსკვლავები იმავეს გპირდებით“, – განაცხადა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა.

სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში 1-2 ივლისს, წარმოდგენილი იქნება ფრანგი ქორეოგრაფის, მედი ვალერსკის ბალეტი Petite Cérémonie, რომელიც დიდ სიამოვნებას მიანიჭებს მაყურებელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები