თბილისში “ცქრიალა ღვინის ფესტივალი” გაიმართა

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში “ცქრიალა ღვინის ფესტივალი” გაიმართა.

სახელმწიფო პროგრამას  ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის ტურიზმის პოტენციალისა  და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რიგით მესამე “ცქრიალა ღვინის ფესტივალი” ღვინის კლუბის ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში, კლუბში „ანდერვილი“ გაიმართა.

წელს ფესტივალში 32 მცირე, საშუალო და დიდი კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც ყველა სტილის ცქრიალა ღვინო წარმოადგინეს: შამპანურის მეთოდი, პეტნატი (ნატურალური ცქრიალა), შარმას მეთოდი, შუშხუნა ღვინო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები