მწერალთა სახლში ქართულ-თურქული ლიტერატურული თანამშრომლობის დღეები გაიმართება

24-26 ივნისს მწერალთა სახლში ქართულ-თურქული ლიტერატურული თანამშრომლობის დღეები გაიმართება. პროექტის ფარგლებში ექვსი ქართველი და ხუთი თურქი პოეტი სამი დღის განმავლობაში ერთობლივ შემოქმედებით პროცესში ჩაერთვებიან.

„პროექტის ფარგლებში ითარგმნება თითოეული პოეტის ორი ლექსი, რომელთა საფუძველზე გამოიცემა ორენოვანი კრებული.

სარეზიდენციო და მთარგმნელობითი პროგრამის მონაწილე ავტორები 26 ივნისს შემოქმედებით საღამოს გამართავენ და საკუთარ შემოქმედებას მკითხველის წინაშე წარადგენენ“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები