ქუთაისი მე-16 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს – „თეატრალური იმერეთი“ მასპინძლობს

ქუთაისი მე-16 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს „თეატრალური იმერეთი“ მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

 „ფესტივალის წარმდგენები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქუთაისის მერია, საქართველოს თეატრალური საზოგადოება, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები.

საფესტივალო სპექტაკლებს წარმოადგენენ პროფესიული და სახალხო თეატრალური დასები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან. სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.

საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლით „იმერული რექვიემი“.

საკონკურსო სპექტაკლებს ჟიური შეაფასებს. ფესტივალი 2 ივლისს დაიხურება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები