საქართველოს საელჩო ისრაელში ახალ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

„მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის – PIBA-ს  – მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, გაწვდით შემდეგ ინფორმაციას:

უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური უზრუნველყოფს ვიზების გაგრძელებას *ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზა ძალაში იყო 2025 წლის 12 ივნისის მდგომარეობით*.

მომსახურება ავტომატურია, 30.09.25-მდე.

გაგრძელდება  შემდეგი სახის ვიზები:

🔹სამუშაო ვიზა, ტიპი B/1, ზოგადი

🔹ტურისტული ვიზა, ტიპი B/2.

🔹მოხალისეობრივი ვიზა, ტიპი B/4.

🔹დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/1.

🔹სტუდენტური ვიზა, ტიპი A/2  (გარდა სოფლის მეურნეობაში ანაზღაურებადი პირებისა).

🔹სასულიერო პირების ვიზა, ტიპი A/3.

🔹თანმხლები ვიზა, ტიპი A/4.

🔹დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/5.

🔹 ვიზა DCO ოჯახის გაერთიანებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურში ფიზიკურად მისვლა საჭირო არ არის!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები