ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

უნგრეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე  ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან იტალიელი კენი კომი ბედელი დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე მან აზერბაიჯანელი ვუგარ თალიბოვი, იტალიელი კრისტიან პარლატი, ჩეხი დავიდ კლამერტი და ესტონელი კრისტოფერ კალჯულაიდი დაამარცხა, ნახევარფინალი კი იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები