1918 წლის 17 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პირველი ქართული ოპერა „ქრისტინე“ დაიდგა
1918 წლის 17 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პირველი ქართული ოპერა „ქრისტინე“ დაიდგა. რამდენიმე თვით ადრე საოპერი ნაწარმოების პრემიერა „ქართველ მომღერალთა კავშირის“ თაოსნობით „ქართული კლუბის“ სცენაზე შედგა.
პირველი ქართული ორიგინალური ოპერის ავტორი, რევაზ გოგნიაშვილი იმ თაობის წარმომადგენელი იყო, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში შეძლო და ევროპაში, კერძოდ, პარიზში მიიღო განათლება. პარიზის კონსერვატორიის კურსდამთავრებული 1914 წელს დაუბრუნდა სამშობლოს. ახალგაზრდა მუსიკოსი აგროვებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და მუშაობდა ოპერა „ქრისტინეზე“.
რევაზ გოგნიაშვილი პირველი ქართველი კომპოზიტორია, რომლის საფორტეპიანო ნაწარმოებების კრებული ევროპაში გამოიცა.
ეროვნული ბიბლიოთეკის „ციფრული ფოტომატიანე“ ინახავს კომპოზიტორისა და რეჟისორის ფოტოს, რომლის ვერსოზე თავის დროზე ეგნატე ნინოშვილს მიუწერია „ქრისტინე“-ს ოპერად დამწერი, პირველი ქართული ორიგინალური ოპერის ავტორი.“
📷 საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა