რუსთაველის ეროვნულ თეატრში კახი კავსაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
რუსთაველის ეროვნულ თეატრში კახი კავსაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც რუსთაველის ეროვნული თეატრის დირექტორმა რობერტ სტურუამ, მსახიობის მეგობრებმა, კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა კახი კავსაძე გაიხსენეს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საღამოში, რომელსაც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე და მსახიობი ირაკლი კავსაძე უძღვებოდნენ, მონაწილეობდნენ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობები, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“, დავით მაზანაშვილის ბენდი, თეატრალური სივრცე „თოჯინების სახლი“ ნიკოლოზ საბაშვილის ხელმძღვანელობით.