ბელგიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენის „Naturale 2025“ ფარგლებში, ქართული ღვინის წარდგენა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინო აღნიშნულ გამოფენაზე პირველად იყო წარმოდგენილი. გამოფენას „Naturale 2025“ ბელგიელი ღვინის პროფესიონალები და იმპორტიორები დაესწრნენ, რაც იძლევა ქართული ღვინის ევროპის ბაზარზე ცნობადობის ზრდის და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების დამატებით შესაძლებლობას.