საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდედ იასპარეზებს
თბილისში, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის წყალბურთის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში შვეიცარიას დაუპირისპირდა. მატჩში ქართველმა წყალბურთელებმა შვეიცარიელები ანგარიშით 29:5 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდედ გავიდნენ.
შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ქართველმა წყალბურთელებმა პირველი მატჩი ბულგარეთის წინააღმდეგ გამართეს და სტუმრები 41:10 დაამარცხეს.
საქართველო C ჯგუფში ასპარეზობს და მესამე მატჩს 11 ივნისს ისრაელის წინააღმდეგ გამართავს.
კონტინენტის პირველობა 2026 წელს ბელგრადში გაიმართება.