10 ივნისს ლევან გოთუას დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

10 ივნისს, 19:00 საათზე, რუსთაველის სახელმწიფო თეატრში, საქართველოს მწერალთა კავშირი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანადგომით, ლევან გოთუას დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს ჩაატარებს.

მწერალთა კავშირის ინფორმაციით, გამომსვლელები არიან: რევაზ მიშველაძე, ივანე ჯაფარიძე, ემზარ კვიტაიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, ნინო ქუთათელაძე, თამარ შაიშმელაშვილი.

საიუბილეო საღამოში მონაწილეობენ მსახიობები: მურმან ჯინორია, ელდინო საღარაძე, მარინა კახიანი, დავით უფლისაშვილი, თენგიზ გიორგაძე,თინა კობალაძე.

მომღერლები: ეკა კვალიაშვილი, თამარ ალადაშვილი.

ანსამბლები: „ქართული ხმები“, პატრიარქის ნათლულთა გუნდი „საგალობელი“, „პატარა გარეჯელები“.

ღონისძიების წამყვანია ნიკა წულუკიძე.

რეჟისორი – გოჩა კაპანაძე

პროექტის ავტორები: მაყვალა გონაშვილი, ბადრი ქუთათელაძე, მანანა გორგიშელი.

მხატვარი: ლომგულ მურუსიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები