საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 126 მედლით დაასრულა

რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში მკლავჭიდის 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა – მარჯვენა და მარცხენა ხელით შეჯიბრებისას 126 მედალი მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია.

ქართველმა პარამკლავჭიდელებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში 56 ოქროს, 46 ვერცხლის და 24 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები