ნიუ-იორკში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს პარტნიორი კომპანიის „Vinoveli Inc“-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია, ამერიკული სადისტრიბუციო კომპანიის M.S. Walker ნიუ-იორკის ოფისში გაიმართა. ღონისძიება, რომელსაც ღვინის ბლოგერები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, მედიის და HoReCa (სასტუმრო-რესტორანი-კაფე) სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ, ფოკუსირება იყო მათ ინფორმირებაზე ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის, ღვინოებისა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის დასახელების 30 ღვინო.

„M.S. Walker წარმოადგენს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 1933 წელს ქალაქ ბოსტონში დაფუძნდა და ამჟამად მისი საქმიანობის არეალი აშშ-ს მრავალ შტატს მოიცავს. ქართული ღვინის წარდგენა აღნიშნულ კომპანიაში დამატებით შესაძლებლობაა, რათა გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები ქართულ ღვინოს გაეცნონ.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები