საქართველოს საელჩომ იურმალის 2025 წლის საზაფხულო სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ლატვიის მთავარი საკურორტო ქალაქის – იურმალის 2025 წლის საზაფხულო სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს საელჩო წარმოდგენილი იყო ცალკე სტენდით, სადაც სტუმრებისათვის ხელმისაწვდომი იყო ინფორმაცია საქართველოს ღირსშესანიშნაობების, ქართული კულტურისა და ქართული ენის შესახებ. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები, ქართული ღვინო და მინერალური წყალი.
საზაფხულო სეზონის გახსნის საზეიმო ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მასზე წარმოდგენილი არიან ქალაქ იურმალასთან დამეგობრებული ქალაქები და ლატვიის მეგობარი ქვეყნების საელჩოები.