ძველ თბილისში „ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი“ გაიმართა

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 31 მაისსა და 1 ივნისს, ძველ თბილისში, გორგასლის მოედანზე, „ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი“ გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამას“  ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ახორციელებს.  პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები იმართება, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა  და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.

„ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალის“ ორგანიზატორები  “წისქვილი ჯგუფი“ და „მეიდან ჯგუფი“ არიან.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინოების დეგუსტაცია; ასევე მასტერკლასები, სადაც პროფესიონალები სტუმრებს ქართული ღვინის კულტურას და ტრადიციებს აცნობდნენ, წარმოდგენილი იყო ვიზუალური მასალა ღვინის წარმოების ისტორიისა და აწყოს შესახებ, გაიმართა ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები.

ფესტივალის მხარდამჭერია ასევე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები