ევროპის ჩემპიონატზე ნიჩბოსნობაში გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც აკადემიური ნიჩბოსნობის აბსოლუტურ ასაკში ორადგილიანი გასაშლელი ნავით გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა 2000-მეტრიანი დისტანცია 06:59,12 წამში დაფარეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როცა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ მედალი
მოიპოვა.