„ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი“ გაიმართა

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი“ გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამას  ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უკვე მეორე წელია ახორციელებს.  მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები იმართება, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა  და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.

„ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი“ უკვე მესამედ გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-მდე  მეღვინეობა – მსხვილი მწარმოებლები, მცირე და საშუალო, მათ შორის საოჯახო, მარნები მონაწილეობდნენ.

ფესტივალის ფარგლებში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტებით ჩატარდა ადგილწარმოშობის ღვინოების კონკურსი. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურის წევრებმა დიდი ოქროს, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები გამოავლინეს.

ფესტივალს ევროპის ქვეყნებიდან ღვინის იმპორტიორები, ექსპერტები, ბლოგერები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

„ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალის“  წარმდგენია კომპანია „არემჯი. ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ფესტივალის მხარდამჭერები არიან მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, საქპატენტი და ბოლნისის აგროცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები