ცოტნე მიქაძე კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის კურსდამთავრებული ცოტნე მიქაძე კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (KIT) კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.
ცოტნემ ასევე მიიღო Informatics Foundation Karlsruhe-ის სტიპენდიაც. ეს არის სტიპენდია, რომელიც ფინანსური მხარდაჭერის გარდა მოიცავს მენტორულ პროგრამაში გაწევრიანებას. პროგრამა აერთიანებს KIT-ის სხვადასხვა პროფესორს, ინფორმატიკის სტუდენტებსა და პარტნიორ რეგიონულ IT კომპანიებში დასაქმებულ წამყვან სპეციალისტებს. სტიპენდია ასევე მოიცავს KIT-ში და მის პარტნიორ IT დაწესებულებებში ყველა ღონისძიებაზე დასწრებასა და ინდუსტრიული მიმართულებების პროცესში ჩართულობას.