ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა იელის უნივერსიტეტის საგუნდო მუსიკის საღამოს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იელის უნივერსიტეტის (აშშ) საერთაშორისო საგუნდო მუსიკის საღამო გაიმართა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, KIU-ში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ იელის გუნდისთვის, რომელიც მაყურებლის წინაშე განსაკუთრებული რეპერტუარით წარდგა. სცენაზე გაჟღერდა ქართული და სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული სიმღერები, ამერიკელი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შესრულებით.

საღამო გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ (KIU Capella). კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი „ადილა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები