Travel + Luxury Magazine-ში საქართველოს ტურისტული პონტენციალის შესახებ სტატია მომზადდება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფოტოგრაფსა და ჟურნალისტს მეთ დუთაილს მასპინძლობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურის ფარგლებში, მეთ დუთაილი თბილისსა და მცხეთას ესტუმრა. მოგზაური ფოტოგრაფი და ჟურნალისტი გაეცნო ქართულ კულტურას, ტურისტულად საინტერესო ადგილებს, მუზეუმებს, გალერეებს, ქართულ მოდასა და კულინარიას. ტურის დასრულების შემდეგ ამერიკელი ჟურნალისტი საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და თბილისის შესახებ 6 -გვერდიან სტატიას მოამზადებს, რომელიც სამოგზაურო ჟურნალში Travel + Luxury Magazine გამოქვეყნდება.