ბაადურ ჯობავამ წარმატებით იასპარეზა ავსტრიის ქალაქ ლინცში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში Grand Prix PlusCity
ქართული ჭადრაკის ლიდერმა, ბაადურ ჯობავამ წარმატებით იასპარეზა ავსტრიის ქალაქ ლინცში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში Grand Prix PlusCity.
ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში, შვეიცარიული სისტემით 13 ტურად ჩატარდა. ასპარეზობაში 38 ქვეყნის 320-მდე მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას.
ბაადურმა 13-დან 10.5 ქულა დააგროვა და II-III ადგილი გაინაწილა ტობიას კოლესთან (გერმანია) ერთად.
პირველ ადგილზე 12 ქულით პარხამ მაგსოდლუ (ირანი) გავიდა.