“Bowling Green Park” -ში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა

2025 წლის 27 მაისს, ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,  “Bowling Green Park” -ში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური საკონსულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქ. ნიუ-იორკში მაია ბართაიამ, ნიუ-იორკის საერთაშორისო საქმეთა კომისარმა ედვარდ მერმელშტეინმა და ნიუ-იორკის უცხოელ კონსულთა საზოგადოების პრეზიდენტმა ამირ ფარიდ აბუ ჰასნამ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ქართული დიასპორის წვლილს ნიუ-იორკის კულტურული ცხოვრების ჩამოყალიბებაში.

საქართველოს გენერალურ საკონსულოს გადაეცა ნიუ-იორკის მერის პროკლამაცია, რომლითაც 22 მაისი ოფიციალურად აღიარეს ქართული მემკვიდრეობის დღედ ნიუ-იორკში.

დროშის აღმართვის ცერემონიალზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები