ქართული ბრენდის GEPHERRINI პროდუქცია იაპონურ ბაზარზე ონლაინ პლატფორმებზე გაიყიდება
ქართული ბრენდის GEPHERRINI მიერ წარმოებული ტყავის სხვადასხვა პროდუქცია იაპონურ ბაზარზე ონლაინ პლატფორმებზე გაიყიდება. ინფორმაციას Enterprise Georgia ავრცელებს.
მათივე ცნობით, GEPHERRINI სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით წლებია აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში.
მაისში კომპანია „ინდივიდუალური ექსპო გრანტის“ პროგრამის ფარგლებში იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გამართულ შოურუმში იყო წარმოდგენილი.