ქართველმა პარაათლეტებმა  რიო G-2 კატეგორიის ღია ტურნირზე ოთხი მედალი მოიპოვეს

ქართველმა პარაათლეტებმა  რიო G-2 კატეგორიის ღია ტურნირზე პარატაეკვონდოში წარმატებით იასპარეზეს. ჩვენი ნაკრების  ანგარიშზე ოთხი მედალია.

ანა ️ჯაფარიძე (-52კგ) რიოს ღია ტურნირის გამარჯვებულია.

ლია ჩაჩიბაია(-47კგ) და გიორგი ნიკოლაძე (-70კგ)  ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.

ნატა ოჩიგავამ (-57კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა, ანა ჯაფარიძე კი ტურნირის საუკეთესო პარაათლეტად დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები