კონსტანტაში 7-17 წლამდე ასაკის მოჭადრაკეების შორის, ევროპის სასკოლო პირველობა იწყება
29 მაისიდან რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში 7-17 წლამდე ასაკის მოჭადრაკეების შორის, ევროპის სასკოლო პირველობა იწყება.
საქართველოს სახელით ტურნირში მონაწილეობენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები, ასევე საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებულები და პრიზიორები:
U09 – ლილე სვანაძე, ალექსანდრე ბერიშვილი;
U11 – სარა სალთხუციშვილი, მართა დოგრაშვილი, ლაზარე ჩხარტიშვილი;
U13 – ანასტასია ქუთათელაძე, ანასტასია ჭიჭინაძე, ბარბარე შონია, დავით თათვიძე, გაბრიელ გაბადაძე;
U15 – ბარბარე აშოთია, თეკლა კოღუაშვილი, ერეკლე ტაბატაძე, ანდრია კვირიაშვილი, გიორგი ჩალაძე.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ტარდება და მასში 15-მდე ქვეყნის 130-ზე მეტი ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობს.