29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის 27-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის 27-ე საერთაშორისო ფესტივალზე გიწვევთ.
ფესტივალი მკითხველებს ტრადიციულად ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში უმასპინძლებს, რომლის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.