ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

მიმდინარე წლის 22-26 მაისს,ესტონეთში, ქალაქ პიარნუში, მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის (IFA) ეგიდით, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები მსოფლიოს 19 ქვეყნიდან.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია 8 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. მათ შორის გახლდათ ომის ვეტერანი, ასევე, ვეტერანი სპორტსმენი, ოთხგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი, ზვიად ხაჩიძე, რომელმაც, ამჯერად, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და 4 ვერცხლის მედლით ბრუნდება სამშობლოში.

აღსანიშნავია,რომ ზვიად ხაჩიძე, პიარნუში, ორ სხვადასხვა კატეგორიაში ასპარეზობდა – ვეტერან და შშმ სპორტსმენებს შორის და ფინალში, შვედ მეტოქესთან, მეორე ადგილს დასჯერდა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით ორთაბრძოლაში.

საქართველოს ნაკრებმა, ასპარეზობა, 2 ოქროს, 8 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ზვიად ხაჩიძეს, ესტონეთში გამგზავრებაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, კომპანია არემჯი გოლდმაც გაუწია თანადგომა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები