თესალონიკის ქართული თეატრის დასის სპექტაკლის „ნახვამდის, მომავალ სიცოცხლემდე!“ პრემიერა გაიმართა
2025 წლის 25 მაისს, ქ. თესალონიკის თეატრში, თესალონიკის ქართული თეატრის დასის (ხელმძღვანელი მალხაზ რაზმაძე) სპექტაკლის „ნახვამდის, მომავალ სიცოცხლემდე!“ პრემიერა გაიმართა, რომელიც ქართულიდან ბერძნულად ლიკა ალექსიძემ თარგმნა. სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
წარმოდგენის პრემიერას ესწრებოდნენ ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამშრომლები, თესალონიკში მცხოვრები საქართველოსა და საბერძნეთის მოქალაქეები.