საქართველოს საელჩოს შენობაში ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ლაშა ორჯონიკიძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
23 მაისს, საქართველოს საელჩოს შენობაში ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ლაშა ორჯონიკიძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნორვეგიის სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და ნორვეგიელი სტუმრები;
ამასთან, 24 მაისს, საელჩომ დამოუკიდებლობის დღე დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა. საელჩოსთან არსებულმა ქართულმა საკვირაო სკოლამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიება წარმოადგინა. ელჩმა ზურაბ ბერიძემ ეროვნული დღესასწაული მიულოცა სკოლის მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებს.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ტრადიციული ცეკვები, სიმღერები და ლექსები წარუდგინეს. სკოლის მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ საქართველოს ეროვნული სიმბოლიკით.
ღონისძიებებზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები და ღვინო.