იაპონიაში გამართულ შოურუმში 9 ქართული კომპანია არის წარმოდგენილი
„ინდივიდუალური ექსპო გრანტი“-ს ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, იაპონიაში გამართულ შოურუმში 9 ქართული კომპანია არის წარმოდგენილი.
„პროგრამას „ინდივიდუალური ექსპო გრანტი“ სააგენტო 2024 წლიდან ახორციელებს. მეწარმეები თავად ირჩევენ მათთვის სასურველ საერთაშორისო გამოფენებს, სააგენტო კი კომპანიის ზომითი კატეგორიის მიხედვით კვალიფიციური ხარჯების 60%-90% ანაზღაურებს.
ამ დროისათვის პროგრამით უკვე ისარგებლა 50-ზე მეტმა მეწარმემ, რომლებმაც, ჯამურად 75-ზე მეტ საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
შოურუმში წარმოდგენილნი არიან: Una Gegidze, Maroma Collection, Gepherrini, god__era, GOGUTSA, Levau Shvelidze, Tamara Suji, Gvasalia, Nicolo • ნიკოლო“, – ნათქვამია „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.