საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში ათონელის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება:
🔹12:00 -16:45 – კონცერტი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით
🔹12:00 -19:00 – საბავშვო შემეცნებითი აქტივობები – ქართული თემატიკის ნახატებისგან დამზადებული სტიკერები; ძველი ფოტოების გაცოცხლება; ნიღბების, მუზარადების, გვირგვინების დამზადება; თაბაშირის გაფერადება, ხეზე დროშის ხატვა, მინი მოლბერტებით მინი ესკიზის დამზადება, სახეზე მოხატვა; ზღაპრის გმირები
🔹13:00 / 15:00 / 17:30 აზოტის შოუ
🔹12:00-19:00 – სოციალური საწარმო ,,კოდალა“
🔹12:00 – 19:00 – საბავშვო კინოთეატრი: ქართული ანიმაციის ჩვენება
🔹12:00 – 20:00 – სპორტის სივრცე – ფოტოზონები; სამაგიდო თამაშები; კალათბურთი / ფეხბურთი / პადელი; საბავშვო აქტივობები; საგამოფენო სივრცე; ვირტუალური სივრცე; შეხვედრა სპორტსმენებთან
🔹12:00 – 20:00 – ღვინის სივრცე – ქვევრების ინსტალაცია; მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; ქართული ღვინის დეგუსტაცია
🔹12:00 – 19:00 – საგამოფენო სივრცე – ქართული ნაქარგების და ქსოვილების ნიმუშები, მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო აქტივობები
🔹12:00 – 19:00 – ყვავილების სივრცე – გარდენია შევარდნაძე
🔹საბავშვო შემეცნებითი აქტივობები – ხელნაკეთი ნივთების, თიხის მოხატვა, მწვანე გაკვეთილები
🔹სცენა – მუსიკალური ნომრები, საუბრები – ანიმაციაზე, ქართულ კინოზე, ტელევიზიაზე
🔹12:00 – 20:00 – კვების კუთხე და DJ
🔹17:10 – პრეზიდენტის სასახლის ეზო – ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!