დუბაიში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 400 მეტრი თავისუფალი სტილით ცურვაში ირაკლი რევიშვილმა გაიმარჯვა

17-18 მაისს, დუბაიში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ცურვაში Speedo invitational LC meet 2025, სადაც 400 მეტრი თავისუფალი სტილით ცურვაში ირაკლი რევიშვილმა მორიგი გამარჯვება იზეიმა.

ირაკლის შედეგია 04:01:28, რაც მისი ასაკობრივი კატეგორიის (35-39 წელი) სპორტსმენებისთვის 2025 წლის საუკეთესო შედეგი არის მსოფლიოში.

ირაკლიმ გააუმჯობესა თავისივე შედეგი, ამავე დისტანციაზე (04:01:38), რომელიც 23 აპრილს აჩვენა ასევე დუბაიში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე.

ირაკლი, ისევე როგორც საქართველოს მასტერსის კატეგორიის ნაკრები გუნდის წევრები, აგრძელებს მზადებას მსოფლიოს მასტერსის  ჩემპიონატისთვის სპორტის  საწყლოსნო სახეობებში World Aquatics, რომელიც სინგაპურში, 2025 წლის აგვისტოში გაიმართება.

ინფორმაციას საქართველოს მასტერსის საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები