სანდრო თავართქილაძემ „ევრონასკარის“ იტალიის ეტაპზე „ჩელენჯერის თასზე“ მეორე ადგილი დაიკავა
„NASCAR“-ის ევროპის სერიების იტალიის ეტაპზე, პირველი რაუნდის შემდეგ, სანდრო თავართქილაძემ „ჩელენჯერის თასზე“ მეორე ადგილი დაიკავა, რბოლის ფარგლებში კი მეექვსე პოზიციაზე დაწინაურდა.
„EuroNASCAR“-ზე ისტორიაში პირველად ქართველი მრბოლელები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობენ. სანდრო თავართქილაძე „ღია“ კატეგორიაში დავით ქაჯაია კი „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს.
„ევრონასკარის“ ფარგლებში სულ შვიდი ეტაპი იმართება.შემდეგი ეტაპი 7-8 ივნისს დიდ ბრიტანეთში გაიმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.