გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ დაემშვიდობა

2021 წლის ზაფხულში გიორგი მამარდაშვილი ესპანურ კლუბში პირველივე სეზონში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და „ვალენსიის“ ფორმით ყველა ტურნირზე 132 თამაში ჩაატარა.

„არ ვიცი, ვიყავი თუ არა საუკეთესო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია.

დღეს განსაკუთრებული და ემოციური დღეა. დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო. ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი, ესპანურის ცოდნის გარეშე, მაგრამ დიდი ოცნებით. ამ დროში იყო ბევრი სირთულე, განვითარების რთული გზა და დაუვიწყარი მომენტები.

დღეს დროა დაგემშვიდობოთ.

მადლობა ყველას, ვინც ამ 4 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა.

ვფიქრობ, ჩემი პატარა ისტორია ვალენსიაში დავტოვე.

იმედია, ეს კლუბი ყოველთვის იქნება იქ, სადაც მისი ადგილია“, – წერს გიორგი მამარდაშვილი.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში გამოსვლის შემდეგ მამარდაშვილი „ლივერპულმა“ 35 მილიონი ევროდ შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები