ნინო გოგორიშვილი ისრაელის საერთაშორისო ქალთა კლუბის პრეზიდენტად ერთი წლის ვადით აირჩიეს

ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს ელჩის, ზაზა კანდელაკის მეუღლე, ქალბატონი ნინო გოგორიშვილი ისრაელის საერთაშორისო ქალთა კლუბის (IWC – International Women’s Club) პრეზიდენტად ერთი წლის ვადით აირჩიეს.

ისრაელის საერთაშორისო ქალთა კლუბი აერთიანებს ისრაელში მოქმედ დიპლომატიურ მისიებში წარმოდგენილ ქალ დიპლომატებს, დიპლომატების მეუღლეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. კლუბის პრეზიდენტის პოზიცია ფუნქციონირებს როტაციის პრინციპით – ერთ წელს პრეზიდენტად ირჩევა ისრაელის წარმომადგენელი, ხოლო მომდევნო წელს – უცხოელი წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ IWC-ის ისტორიაში პირველად, ხსენებული საპატიო პოზიცია ქართველ წარმომადგენელს ერგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები