მშვილდოსან გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბულგარეთში მიმდინარე ევროპის თასის პირველი ეტაპზე მშვილდოსნობაში ახალგაზრდულმა ნაკრებმა – ანა ბოლოკაძეს, ნია გათენაძისა და ელენიკა ეფრემიძის შემადგენლობით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გოგონათა ნაკრებმა ევროპის თასზე მედალი პირველად მოიგო.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგის მიხედვით ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და პოლონეთის გუნდს ანგარიშით 6:0 სძლია; ნახევარფინალი ქართველმა გოგონებმა იტალიელებთან ანგარიშით 2:4 დათმეს; ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს გუნდი ჩეხეთს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 6:0 დაამარცხა.