ნუცა კერესელიძემ სწავლა დაასრულა მილანში, Domus Academy-ის ინტერიერის დიზაინის სამაგისტრო პროგრამაზე

ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის კურსდამთავრებულმა ნუცა კერესელიძემ სწავლა დაასრულა მილანში, Domus Academy-ის ინტერიერის დიზაინის სამაგისტრო პროგრამაზე. ნუცამ გაიმარჯვა აკადემიის მიერ ორგანიზებულ შიდა კონკურსში და მიიღო სწავლის შიდა დაფინანსება. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნუცა თავისუფალ უნივერსიტეტში ინტერიერის დიზაინის მიმართულებაზე სწავლობდა. მისი დაინტერესება დომუს აკადემიის პროგრამით დაკავშირებულია წინარე ცოდნასა და გამოცდილებასთან. აგრეთვე, პროგრამა გამოირჩევა პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებითა და ძლიერი სახელოვნებო კვლევის საფუძვლებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები