გროსლობმინგში დასრულდა მსოფლიო ქალთა გრან-პრის დასკვნითი, მეექვსე ეტაპის გათამაშება

ავსტრიის გროსლობმინგში დასრულდა მსოფლიო ქალთა გრან-პრის დასკვნითი, მეექვსე ეტაპის გათამაშება.

I-II ადგილი ანა მუზიჩუკმა და ჟუ ვინერმა გაინაწილეს 6-6 ქულით დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა უკრაინელმა მოჭადრაკემ დაისაკუთრა. მესამე ადგილზე 5,5 ქულით ტან ჟონგი გავიდა.

ტურნირში ორი ქართველი მოჭადრაკე: ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი მონაწილეობდა. ძაგნიძე 4,5 ქულით მეხუთე, ხოლო ჯავახიშილი 4 ქულით მერვე ადგილზე გავიდა.

„ქალთა შორის გრან-პრის სერია ჭადრაკში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპარეზობაა და მასში მსოფლიოს 20 უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობდა.

გრან-პრის ციკლი ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში ექვსი ტურნირი ჩატარდა, თითოეული 10 მონაწილით.

ყველა მოთამაშემ მინიმუმ 3 ეტაპზე იასპარეზა, სადაც ქულები ეწერებოდათ დაკავებული ადგილების მიხედვით.

სერიის  ორი საუკეთესო მოჭადრაკე: ჟუ ვინერი და ალეკსანდრა გორიაჩკინა  2026 წლის ფიდეს კანდიდატთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

კანდიდატთა ტურნირში გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

  1. ანა მუზიჩუკი (უკრაინა; 2526)- 6 ქულა
  2. ჟუ ვინერი (ჩინეთი; 2541) – 6 ქულა;
  3. ტან ჟონგი (ჩინეთი; 2536) – 5,5 ქულა;
  4. ვაიშალი რამეშბაბუ (ინდოეთი; 2475) – 5 ქულა;
  5. ნანა ძაგნიძე (საქართველო; 2509)- 4,5 ქულა;
  6. მარია მუზიჩუკი (უკრაინა; 2494) – 4,5 ქულა;
  7. ალეკსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია; 2479) – 4 ქულა;
  8. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო; 2430) – 4 ქულა;
  9. ოლგა ბადელკა (ავსტრია; 2426) – 3,5 ქულა;

10.ნურგულ სალიმოვა (ბულგარეთი; 2399) – 2  ქულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები